
გიზიარებთ 5000 IT მომზადების პროგრამის მესამე ნაკადის გამოცდების განრიგს:
Მართვა/მხარდაჭერა - ორშაბათი, 30 მარტი;
დიზაინი - ოთხშაბათი, 1 აპრილი;
ხელოვნური ინტელექტი (AI) - პარასკევი, 3 აპრილი
პროგრამირება - ორშაბათი, 6 აპრილი;
გამოცდები ჩატარდება დისტანციურად. ბმული ხელმისაწვდომი იქნება edu.doit.gov.ge პორტალზე. ტესტირების დასაწყებად უნდა გადახვიდეთ პირად კაბინეტში და მიუთითოთ გამოცდა.
ტესტის ხანგრძლივობაა 1 საათი. პირად კაბინეტში ბმული აისახება დილის 10:00 საათზე. გამოცდის შესასრულებლად დრო 22:00 საათამდე გექნებათ.
გამოცდაზე შექმნილი ხარვეზის შემთხვევაში შეავსეთ მითითებული საჩივრის ფორმა:
https://forms.office.com/e/ei0vHs9PXs
გთხოვთ, შეავსოთ ყველა ველი სრულყოფილად გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 საათისა, სხვა შემთხვევაში არ მოხდება საჩივრის განხილვა.
დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში:
https://doit.gov.ge/news/330bf217-2d7b-4ae0-ad88-d86c9c4b4ea0
