მისაღები გამოცდების ინსტრუქცია - 5000 IT მომზადების პროგრამა
3.19.2026

 

წარმოგიდგენთ მისაღები გამოცდის გზამკვლევს. გზამკვლევის მიზანია, დეტალურად გაგაცნოთ 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის  ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა წარმატებით გაართვათ თავი ტესტირებას.  

  
1.1 ზოგადი ინფორმაცია კურსებისა და შესაბამისი გამოცდის შესახებ

5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის ფარგლებში ოთხი მიმართულების კურსზე გამოცხადდა მიღება: პროგრამირება, მართვა/IT მხარდაჭერა, დიზაინი და AI. მსურველები მისაღები გამოცდის საფუძველზე შეირჩევიან.   

თითოეული მიმართულების გამოცდა 5 მოდულისაგან შედგებაიხქვემოთ:   
  
პროგრამირება:  

  • კომპიუტერული წიგნიერება;  

  • ინსტრუქციების გააზრება;  

  • საშუალო მათემატიკა;  

  • კრიტიკული აზროვნება;  

  • რაოდენობრივი და ლოგიკური მსჯელობა;  

  
მართვა/IT მხარდაჭერა:  

  • ვერბალური მსჯელობა;  

  • დეტალებზე ყურადღება (ტექსტური);  

  • ლიდერობა და კომუნიკაცია;  

  • კრიტიკული აზროვნება;  

  • საშუალო მათემატიკა;  

 

დიზაინი:  

  • კომპიუტერული წიგნიერება დიზაინერებისთვის 

  • ინსტრუქციების გააზრება;  

  • დეტალებზე ყურადღება (ტექსტური);  

  • დეტალებზე ყურადღება (ვიზუალური);  

  • კრიტიკული აზროვნება;  

 

ხელოვნური ინტელექტი (AI): 

  • ინსტრუქციის გააზრება; 

  • დეტალებზე ყურადღება (ტექსტური და ვიზუალური); 

  • კრიტიკული აზროვნება; 

  • ვერბალური მსჯელობა; 

  • რაოდენობრივი და ლოგიკური მსჯელობა; 

 

შესაძლებელია როგორც ერთ, ისე რამდენიმე კურსზე რეგისტრაცია.   
მაგალითისათვის, თუ თქვენ არჩეული გაქვთ ოთხივე მიმართულების კურსი: მართვა/IT მხარდაჭერა, AI, დიზაინი და პროგრამირება, მაშინ  მოგიწევთ, დაწეროთ ოთხივე გამოცდა.  

  
გამოცდის ენა: ქართული  
 

  
1.2 ტესტირების პლატფორმა  
  

ტესტირება ხელმისაწვდომია ვებ-პორტალზე edu.doit.gov.ge  ავტორიზაციის გავლის შემდგომ მოხვდებით პირად კაბინეტში. კაბინეტში აირჩიეთ სექცია “გამოცდა”  და შემდეგ ის მიმართულება, რომლის გამოცდის წერაც გაქვთ დაგეგმილი. ღილაკი გადაგამისამართებთ გამოცდების პორტალზე, სადაც დაიწყება ტესტირება.  

  
1.3 ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობა და ბრაუზერები  

   
ტესტირებისას რეკომენდირებულიაგამოიყენოთ პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპირადგან ტელეფონის ეკრანის ზომიდან გამომდინარეშესაძლოა ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემა სირთულესთან იყოს დაკავშირებული.   
  
იმ შემთხვევაში თუ სხვა მოწყობილობა არ გაქვთ და აპირებთ გამოიყენოთ თქვენი მობილური ტელეფონიდარწმუნდითრომ ტელეფონში ჩაწერილი გაქვთ ბრაუზერი.   
  
რეკომენდებული ბრაუზერების სია შემდეგია  

  • Google Chrome (გუგლ ქრომი)  - ვერსია 108 ან შემდგომი. Chrome, ჩვეულებრივ, ავტომატურად ახლდება, თუმცა სასურველია, გადაამოწმოთ რომელი ვერსია გაქვთ ჩაწერილი. 
  • Mozilla Firefox  - ვერსია 102 ან შემოდგომი.
  • Safari  


კამერა და მიკროფონი

  • კამერისა და მიკროფონის ჩართვა გამოცდის მიმდინარეობისას არ მოგეთხოვებათ

  
1.4 გამოცდის დაწყება  

  
გამოცდის ბმული:  

  • ხელმისაწვდომი იქნება  edu.doit.gov.ge პორტალზე, პირად კაბინეტში, სექციაში “გამოცდა” .  
  • გამოგეგზავნებათ პროფილში მითითებულ ელფოსტაზე.  

  

გამოცდის ხანგრძლივობა: 1 საგამოცდო საათი (60 წუთი) + 10 წუთიანი შესვენება (სურვილისამებრ 
  

ბმულის ვალიდურობატესტირების ბმული აქტიური იქნება 10:00-დან 22:00-მდე  

რეკომენდაცია: თუნდაც უკვე დაწყებული გქონდეთ გამოცდის წერა, 22:00 საათზე ტესტირების ბმული გაითიშება, ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, გირჩევთ, ტესტირება დაიწყოთ არაუგვიანეს 20:50-ისა.  


1.5 ტექნიკური სირთულეები:   
  
თუ გამოცდის მიმდინარეობისას თქვენს ლეპტოპსპერსონალურ კომპიუტერს ან ტელეფონს პრობლემა შეექმნა ან უბრალოდ სისტემური ხარვეზი გიფიქსირდებათშეგიძლიათ სხვა მოწყობილობიდან შეხვიდეთ ბმულზე და გააგრძელოთ გამოცდაგაითვალისწინეთასეთ შემთხვევაში აუცილებლად სწრაფად შეცვალეთ მოწყობილობარადგან საგამოცდო დროის ათვლა გრძელდება.   


  
2.1 საწყისი (Welcome) ეკრანი  

ნებისმიერი მიმართულების გამოცდის დაწყებისას დაგხვდებათ შეტყობინებარომელშიც ახსნილია ტესტირების მოკლე ინსტრუქცია და ჩანს ღილაკი “დაწყება”. ამავე გვერდზე მოცემული იქნება ტესტში შემავალი კითხვების რაოდენობა და  ტესტის ხანგრძლივობა.   
  
2.2 ტესტირების მსვლელობა 

თითოეული გამოცდა შედგება: 5 განსხვავებული მოდულისგან (სექციისგან).   
  
თითოეულ მოდულში მოცემულია: 12 კითხვარომლის დასაწერადაც გექნებათ 12 წუთირომელსაც სურვილისამებრ გაანაწილებთ კითხვებზე.   
  
შესვენება: მთელი ტესტირების განმავლობაში ჯამურად 10 წუთიანი შესვენების გამოყენება შეგიძლიათ 12 წუთის გასვლის შემდეგ (ე.ი ერთი მოდულის დასრულების შემდეგმომდევნო მოდულზე გადასვლამდე შეგეძლებათ გამოიყენოთ შესვენების დრო.   
  
10 წუთიანი შესვენება შეგიძლიათ ნაწილ-ნაწილ გამოიყენოთ, ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ ავტომატურად დაიწყება ტაიმერის უკუთვლა ( ანუ დაიწყება თქვენი შესვენება), სანამ არ დააჭერთ შემდეგ მოდულზე გადასასვლელ ღილაკს.   

რჩევამაქსიმალური კონცენტრაციისთვის გაუთიშეთ თქვენს მობილურ ტელეფონს შეტყობინებების ხმა და ეცადეთიპოვოთ გარემოსადაც ნაკლებად გაგეფანტებათ ყურადღება  

  
2.3 დროის მთვლელი და პასუხგაცემული შეკითხვები  

დარჩენილი დრო ყოველთვის იქნება ნაჩვენები ეკრანის ზედა ნაწილში. ეკრანზე ასევე დაინახავთ კითხვების ნუმერაციას. კითხვები, რომლებსაც უპასუხებთ, იქნება გაფერადებული, ხოლო უპასუხო შეკითხვები - თეთრი. პასუხის არჩევის შემდეგ, ყოველ ჯერზე, დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი", რათა გადახვიდეთ შემდეგ კითხვაზე.


2.4 კითხვის გამოტოვება და შემდგომ მიბრუნება 

თუ შეკითხვაზე ჯერ არ გაქვთ პასუხი, შეგიძლიათ პასუხის მონიშვნის გარეშე დააჭიროთ ღილაკს "შემდეგი" და გამოტოვებულ შეკითხვას მიუბრუნდეთ კითხვის შესაბამის ნომერზე დაჭერით.   

გაფრთხილება: ახალ მოდულზე გადასვლის შემდეგ აღარ გაქვთ უფლება მიუბრუნდეთ წინა მოდულის კითხვებს.


2.5 დასრულება 

ტესტის დასრულების შემდგომ გამოგიჩნდებათ შეტყობინებარომელიც გაუწყებთრომ ნამდვილად დაასრულეთ ტესტირება.   
  
2.6 რეიტინგული სიის დადგენა  

თუ ორ კანდიდატს ერთი და იგივე საბოლოო სკალირებული ქულა დაუფიქსირდება, უპირატესობა მიენიჭებაიმ კანდიდატს, რომელმაც უფრო სწრაფად დაასრულა გამოცდა.  

რა არის სკალირებული ქულა და როგორ გამოითვლება საბოლოო შედეგი?  
ტესტირებისას სხვადასხვა აპლიკანტს შეიძლება განსხვავებული კითხვები შეხვდეს. სამართლიანი შეფასებისთვის, თითოეული კითხვის სირთულე გათვალისწინებული იქნება სპეციალური მეთოდით (IRT 3PL) ქულის დათვლისას - ამ ქულას ვუწოდოთ მოდულის ქულა.  

ვინაიდან სხვადასხვა მოდული განსხვავებულ უნარს ამოწმებს და შესაძლოა, სირთულითაც განსხვავდებოდეს, საბოლოო შედეგის მისაღებად ჯერ ხდება თითოეული მოდულის ქულის სტანდარტიზება (საერთო შკალაზე დაყვანა), შემდეგ კი ამ სტანდარტიზებული ქულების გასაშუალოება. სწორედ ეს საშუალო განსაზღვრავს თქვენს საბოლოო სკალირებულ შედეგს.  

მნიშვნელოვანი: შესვენების დრო არ მოქმედებს საბოლოო რეიტინგზე. ამიტომ შეგიძლიათ სრულად აითვისოთ კუთვნილი ათწუთიანი შესვენება.  

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:  

თუ გამოცდის მიმდინარეობისას დააფიქსირეთ რაიმე ტექნიკური ხარვეზი, შეავსეთ საჩივრის ფორმა მითითებულ ბმულზე:  

https://forms.office.com/e/ei0vHs9PXs 

 

გთხოვთ, ფორმას თან დაურთოთ ნებისმიერი დოკუმენტის ბმული (სქრინი, სურათი, ვიდეოჩანაწერი), რომელიც დაადასტურებს თქვენი საჩივრის ვალიდურობას. ბმულის დასართავად შეგიძლიათ მასალები ატვირთოთ დრაივზე, WeTransfer ან სხვა მსგავს პალტფორმაზე, შუეცვალოთ წვდომა ყველასთვის და გაგვიზიაროთ ბმული.  

აუცილებელია, შეავსოთ ყველა ველი სრულყოფილად გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 საათისა, სხვა შემთხვევაში თქვენი საჩივარი არ განიხილება.   

  

ხშირად დასმული კითხვები 
  
შემიძლია კიდევ ერთხელ ვცადო ტესტის დაწერა?  

არა, თქვენი მოწვევის ბმულის გამოყენება და შესაბამისად, ტესტის დაწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.   

რა ხდება დროის ამოწურვის შემთხვევაში 

თუ დრო ამოიწურება, თქვენი პროგრესი შეინახება და შემდეგი მოდული დაიწყება.  თუ ბოლო კითხვაზე ამოიწურება დრო, ტესტირება ჩაითვლება დასრულებულად და შედეგები ავტომატურად შეინახება. 

ინტერნეტი გაითიშაროდესაც ხელახლა დავუკავშირდიტესტი დასრულებული იყოროგორ მოვიქცე?  

ინტერნეტის გათიშვის მიუხედავად, ტაიმერი სტანდარტულად აგრძელებს დროის უკუთვლას. ეს წესი ემსახურება კანდიდატების თანაბარ პირობებში ჩაყენებას და ვრცელდება ყველა კანდიდატზე, მაშინაც კი, თუ შეიქმნა ტექნიკური სირთულეები. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია, წინასწარ შეამოწმოთ თქვენი ინტერნეტკავშირი. 

  
კითხვები ნელა იტვირთება ან ტესტი არ რეაგირებსროგორ მოვიქცე 

ყველაზე ხშირად ეს პრობლემა ინტერნეტის სიჩქარეს უკავშირდება. თუ თქვენი კავშირი ნელი ან არასტაბილურია, შეიძლება პრობლემები შეგექმნათ კითხვების ჩატვირთვისა და პასუხების შენახვისას. გამოცდის დაწყებამდე გირჩევთ შეამოწმოთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე. რეკომენდებული მინიმუმებია:

 
  • ჩამოტვირთვის სიჩქარე: 1.5 Mbps  
  • ატვირთვის სიჩქარე: 2 Mbps  
  • არ გირჩევთ გამოიყენოთ საჯარო WIFI კავშირები.
  • სიჩქარის შესამოწმებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ: speedtest.net  

  
დავასრულე გამოცდაშემდეგ რა ხდება?  

თქვენი ტესტირება მთავრდება შემდეგი შეტყობინებით: "გამოცდა დასრულებულია!"  

შეტყობინება მოწმობსრომ თქვენი პასუხები შენახულიათქვენ არ მიიღებთ დამატებით დამადასტურებელ ელექტრონულ შეტყობინებას თქვენი ტესტირების დასრულებასთან დაკავშირებით.   
  
შეხსენება მივიღემაგრამ გამოცდა უკვე დაწერილი მაქვსრატომ მოხდა ასე?  

ამ შემთხვევაშიშესაძლოა იყოთ მიწვეული ერთზე მეტ გამოცდაზეთუ არჩეული გაქვთ რამდენიმე მიმართულება 
  
როგორ შემიძლია ვნახო გამოცდის შედეგები?  

შედეგები დაუყოვნებლივ არ იქნება ხელმისაწვდომიგამოცდების დასრულების შემდგომ გამოცხადდება გამოცდების შედეგების თარიღი  

ყველას ნახვა